ანრი ოხანაშვილი: გახარიას პარტია და “ნაცმოძრაობა” ერთი ინტერესის მატარებელი ორი ჯგუფია

“ნაციონალური მოძრაობის” მზადყოფნას, რომ  წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატებს დაუჭიროს მხარი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, გახარიას პარტია და “ნაცმოძრაობა” ერთი ინტერესის მატარებელი ორი ჯგუფია.

“ჩვენ რომ ვამბობდით,  გახარიამ ერთი ერთში “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთა შეასრულა და გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არაფერი ობიექტური საფუძველი მას გადადგომის არ ჰქონია და ეს იყო მხოლოდ საბაბი მის მიერ გაჟღერებული საკითხები და ერთი ერთში “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით მიიღო გადაწყვეტილებები, ეს არის ჩვენი მაშინდელი ნათქვამის გაგრძელება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა,, და გახარიას გუნდი ერთად დალაგდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას საკრებულოებზე. ეს კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება, რომ, რეალურად, ეს არის ერთი ინტერესის მატარებელი ორი ჯგუფი”, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები