რა გართულებები რჩებათ პაციენტებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ – ენდოკრინოლოგის განმარტება

ენდოკრინოლოგის, მედიცინის დოქტორის, პროფესორ ნესტან ბოსტოღანაშვილის განცხადებით, კოვიდის მიმდინარეობისას და  პოსტკოვიდურ პერიოდში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები უმწვავდებათ.

ბოსტოღანაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განმარტა, ჯანმრთელობის რა პრობლემები უჩნდებათ კოვიდგადატანილებს. მისი თქმით, შაქრის მაჩვენებლები იმატებს როგორც დიაბეტის მქონე პირებში, ასევე, იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი არ ჰქონიათ.

„სამწუხაროდ, ქრონიკული დაავადებები როგორც კოვიდის, ისე პოსტკოვიდურ პერიოდში ძალიან მწვავდება და რთულებდა. ამაზე არსაუბარი არ შეიძლება. ჩემი სპეციალიზაციიდან გამომდინარე, ყურდაღებას ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე გავამახვილებ, რომელიც კოვიდის პერიოდშიც მწვავდება და, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კოვიდის შემდგომაც რთული ფორმებით მიდის. ეს პაციენტების აღელვებას იწვევს, თუმცა, ასაღელვებელი არაფერია, თუკი სწორი დანიშნულებისა და კვებასთან მიმათებაში რეკომენდაციების მიცემა ოჯახის ექიმის, ან ექიმი -ენდოკრინოლოგის მეთვალყუროეობის ქვეშ დროულად მოხდება.

მე ერთი-ორი სიტყვით ყურადღება მინდა, გავამახვილო იმაზე, თუ რატომ მწვავდება შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობა და რატომ იწევს შაქრის რიცხვები ზემოთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, თითქმის ყველა შაქრიანი დიაბეტის მქონე პირში გლუკოზის, ანუ შაქრის რიცხვი ზემოთ მიდის. მოგეხსენებათ, მძიმე შემთხვევების დროს ექიმი სტეროიდებს ნიშნავს, ესაა დექსამეტაზონი, მეთილ პრედნიზოლონი და ა.შ. ამას ,,სტეროიდიული ჰორმონი,,  ჰქვია,  რაც ექიმის მიერ კოვიდის დროს, მძიმე შემთხვევებში ინიშნება. აღნიშნული სტეროიდული ჰორმონები შაქრის რიცხვებს ზემოთ სწევს. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ამის გარდა, არის ასეთი მომენტი: სამწუხაროდ, კოვიდის დროს თითქმის ყველა და, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებიც გარკვეულ სტრესს განიცდიან. გარკვეულწილად, ეს სტრესი კოვიდის შემდეგაც მიჰყვებათ ხოლმე. ამ დროს სტრესჰორმონი, კორტიზოლი გამომუშავდება, რომელიც შაქრის რიცხვებს ასევე ზემოთ სწევს.

გამორიცხული არ არის ის, რომ იმ პაციენტებს, რომლებასც ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი სულაც არ აღენიშნებათ, მსუბუქი ეპიზოდური ჰიპერგლიკემიები, ანუ შაქრის მომატება განუვითარდეთ.
პაცინეტი კოვიდის დროს ფიზიკურად აქტიური არაა. ცხოვრების პასიური წესი, რომელიც პაციენტს დაახლოებით 2 კვირა ან მეტი, ან ნაკლები მიჰყვება ხოლმე, შაქრის რიცხვების მომატებას იწვევს. ამას გარდა, ცნობილია, რომ კოვიდი არ არის მხოლოდ სასუნთქი გზების დაავადება, ეს სისტემური ანთებითი დაავადებაა, რაც ორგანიზმში ძალიან ბევრი ანთებითი მარკერის გამომუშავებას უწყობს ხელს. ეს თავის მხრივ ინსულინო რეზისტენტობის განვითრებას იწვევს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჭარბი ისნულინი გამომუშავდება და რიგ შემთხვევებში წონაში მატებას იწვევს.

კოვიდის დროსაც და პოსტკოვიდურ პერიოდში, რადგან ინსულინორეზისტენტობა უფრო მწავდება, არ არის გასაკვირი ის, თუ რატომ იწევს შაქრის მაჩვენებლები იმ პირებში, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი სულაც არ ჰქონდათ. აქ სანერვიულო არაფერია. ზოგ პაციენტს ეს საკითხი ძალიან აღელვებს ხოლმე. ეს გარდამავალი, დროებითი ჰიპერგლიკემიური ეპიზოდებია. საჭიროებისამებრ ექიმი-ენდოკრინოგლოგი მედიკამენტს ნიშნავს. ასევე, კვებით უნდა შევუწყოთ ხელი. აუცილებელია, რომ ტკბილი პროდუქტები გამოვრიცხოთ, რაც მარტივ ნახშირწყალს შეიცავს, რადგან ეს შაქრის მაჩვენებლებს მაღლა სწევს.
რომ შევაჯამო, რატომაა შაქრის რიცხვები მომატებული როგორც დიაბეტის მქონე პირებში, ასევე, იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი არ ჰქონიათ, არის შემდეგი: კოვიდის დროს და შემდგომ პერიოდში ინსულინორეზისტენტობა მძაფრდება, მძიმე შემთხვევების დროს ხდება დექსამეტაზონის და სხვა სტეროიდული ჰორმონიების მოხმარება, რაც შაქრის რიცხვებს ზემოთ სწევს. ასევე, სტრესჰორმონი კოტრიზოლი გამომუშავდება, რომელიც ღელვას, სტრესს თან სდევს ხოლმე და ესეც შაქრის რიცხვების მომატებას იწვევს”  – განაცხადა ბოსტოღანაშვილმა.

მისივე თქმით, კორონავირუსმა აღნიშნულის გარდა, შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც გამოიწვიოს.

“კოვიდის გადატანის შემდეგ  განაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში, ასევე  მამაკაცებშიც ხშირად ვლინდელბა თმის ცვენის  და ფრჩხილების მტვრევადობის პრობლემა, სისუსტე,  კონცენტრაციის დაქვეითება. ესენი ყველაზე კლასიკური სიმპტომებია.

ისეთი  დანამატები და  ანტიოქსიდანტური ბუნების მქონე ნივთიერებები,  როგორიცაა თუთია და D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ხაზს გავუსვამ – ექიმის დაკვირვების ქვეშ. დოზირება და მიღების ხანგრძლივობა ექიმმა უნდა განსაზღვროს“, – განაცხადა ბოსტოღანაშვილმა.

მისივე თქმით, ექიმები პაციენტებს ურჩევენ, ფიზიკურად აქტიურები იყვნენ.

„ასევე, აღსანიშნავია ცხოვრების პასიური წესი, რომელიც კოვიდის დროს მეტ-ნაკლებად ყველას აქვს. ამიტომ, ექიმები პაციენტებს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ფიზიკური აქტივობისთვის 15-20 წუთი გამოყონ. ამ შემთხვევაში, წონის მატებასაც ავირიდებთ თავიდან, ასევე, მძაფრად შაქრის რიცხვებიც არ მოიმატებს, კოვიდის მიმდინარეობას უფრო კოეთილსაიმედო გამოსავალი ექნება და პაციენტი პოსტკოვიდშიც უფრო სიმსუბუქეს იგრძნობს“, – განაცხდა ენდოკრინოლოგმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები