“კულტურის მინისტრის კანდიდატურას საკმარისზე მეტი დრო დავუთმე”

კულტურის სფერო ძალიან რთულია. საქართველოში ყოველთვის დიდი ყურადღებით არჩევდნენ კულტურის მინისტრებს და ყოველთვის ისმოდა და ისმის  დიდი კრიტიკა მათი  მისამართით.  ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც, –  ეს განმარტება პრემიერმა „ტელეიმედის“ ეთერში გააკეთა. ღარიბაშვილმა  ის მიზეზი ახსნა, რის გამოც გურამ ოდიშარია მიხეილ გიორგაძით ჩაანაცვლა.
„ბატონი გურამ ოდიშარია ძალიან პატივსაცემი და წესიერი  ადამიანია,  მაგრამ მას ალბათ ჰქონდა გარკვეული ხარვეზები და შეცდომები მენეჯმენტში. მე არ მინდოდა ნაჩქარევად მიმეღო გადაწყვეტილება. კულტურის მინისტრის კანდიდატურას საკმარისზე მეტი დრო დავუთმე და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე. მიხეილ გიორგაძის შერჩევით,  კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მე სხვა გზავნილი გავუგზავნე – რომ ჩვენ, თანამედროვედ მოაზროვნე, პროგრესული ადამიანის დანიშვნით გვსურს,  ამ სფეროში რეალური წინსვლა დაიწყოს. მიმაჩნია, რომ მიშას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ძალიან წარმატებულია თავის საქმიანობაში, მე მას და მის გუნდს  რამდენიმე წელია  ვიცნობ,  კარგი ადამიანები არიან,  საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის,  არიან ნამდვილი პროფესიონალები,  მათ უყვართ თავიანთი საქმე და იციან, როგორ აკეთონ ის. რაც მთავარია, მათ აქვთ ხარისხის ძალიან მაღალი სტანდარტი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც, მე მიხეილ გიორგაძე შევარჩიე“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები