Pfizer-მა დაასახელა ვადა, თუ როდის იქნება მზად “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა

კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა 2022 წლის მარტისთვის იქნება მზად, თუ ამის საჭიროება გაჩნდება.

ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.

“თუ ვაქცინის საჭიროება იქნება, ის მარტში გვექნება. არ ვიცი, იქნება თუ არა ამის საჭიროება. რამდენიმე კვირაში გვეცოდინება”, – განუცხადა ბურლამ Wall Street Journal-ს.

მისი პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად “ომიკრონის” შტამით ინფიცირების შემთხვევების ერთეული რაოდენობაა,  უახლოეს კვირებში შეიძლება, “მილიონობით იყოს”.

ბურლა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე “ომიკრონის” მახასიათებლები იქნება ცნობილი. მისი თქმით, ამჟამად არსებული სამუშაო ჰიპოთეზა არის ის, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ იწვევს დაავადების ნაკლებად მძიმე მიმდინარეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები