მაია ბუწაშვილი: პანდემიის ხანგრძლივობამ სერიოზულად მოადუნა ადამიანები, დაიღალნენ და, შესაბამისად, რეგულაციების დაცვა უფრო მეტი პრობლემაა

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს.

მისი თქმით, მთავარი საშიშროება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის წინაშე დგას.

“ჩვენ რამდენიმე გამოწვევის წინაშე ერთდროულად ვდგავართ ამჟამად. ერთი – სეზონია ისეთი, რომ რესპირატორული ვირუსები ისედაც გვიტევდა, გრიპი, რომელიც ყოველ სეზონზე პრობლემაა და, სავარაუდოდ, გვექნება აღმავლობა. ასევე, “ომიკრონი”, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დადასტურდა და გარდაუვალია, რომ ჩვენ ქვეყანაშიც იყოს. პანდემიის ასეთმა ხანგრძლივობამ სერიოზულად მოადუნა ადამიანები, დაიღალნენ და, შესაბამისად, რეგულაციების დაცვა უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე მანამდე. მთავარი, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, არის ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და ის, რაც გვქონდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სტაციონარში აღარ იყო ადგილები. ყველაზე მთავარი, რისიც ყველას გვეშინია, არის რომ არ დადგეს ასეთივე მომენტი”, – აცხადებს ბუწაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები