ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი – ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს უნდა დაემატოს

”ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს – მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგები იყო ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, ადამიანების წამება, ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებზე ზეწოლა და ა.შ. ასევე, აკლია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაული აღიარებულ იქნა ქართული მართლმსაჯულების მიერ”, – განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის აზრით, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში შესატანია და ეს იქნება მარტივი ფაქტების კონსტატაცია.

”ჩვენ ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც გვხვდება სასკოლო სახელმძღვანელოში. აქ საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტატაციასთან. ეს ფაქტები ლაკონიურად და მაქსიმალურად მოკრძალებულადაა ციტირებული და ვგულისხმობთ ყველა ასპექტს, მათ შორის, ვგულისხმობთ იმ მმართველობას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს იყო ჩამოყალიბებული. ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს – მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგები იყო ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, ადამიანების წამება, ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებზე ზეწოლა და ა.შ. ასევე, აკლია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაული აღიარებულ იქნა ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება მარტივი ფაქტების კონსტატაცია. რაც შეეხება ომის საკითხს, აქაც ძალიან ლაკონურად და მოკრძალებულად არის გაშლილი თემა, უმარტივესი ფაქტების დონეზე. შეგახსენებთ თავად „ნაცმოძრაობა“ რას აწერდა ხელს თავის დროზე. მათ შორის, საუბარი მაქვს ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ ომის დაწყება ქართველ სამხედროებს დაბრალდა და ამას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“. ასევე შეგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტის, ანუ მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს ბრძანებულებას, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ სეპარატისტების მხრიდან იყო გახსნილი ცეცხლი, რასაც 8-ში მოჰყვა ქართული საჯარისო შენაერთების მოქმედება. ეს წერია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“ და ასეთ დროს, როდესაც ისინი ცდილობენ მარტივ ფაქტებთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირებას და პროპაგანდის ამაზე აგებას ეს არის, რა თქმა უნდა, მორიგი წარუმატებელი მცდელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები