ჯანმო, COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალოდ, კორონაგადატანილი პირების სისხლის გამოყენების რეკომენდაციას აღარ იძლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ახალი რეკომენდაციის მიხედვით, კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ არ უნდა იყოს გამოყენებული ვირუსგადატანილი პირების სისხლის პლაზმა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ მეთოდზე ადრე დიდი იმედები იყო დამყარებული, თუმცა, დღეს არსებული მონაცემებით, ასეთი სისხლის პლაზმა პაციენტების გადარჩენის შანსებს არ ზრდის და არ ამცირებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას.

ხაზგასმულია, რომ „კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმა არ არის რეკომენდებული COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის“.

ამასთან დაკავშირებით, ჯანმო „კატეგორიულად კრძალავს“ გამოჯანმრთელებული ადამიანებისგან პლაზმის გადასხმას ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე, იქნება ეს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მძიმე ან კრიტიკულად მძიმე. გამონაკლისს წარმოადგენს „რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები“.

ექსპერტები დასკვნებში ეყრდნობიან 16 კვლევას, რომელშიც 16 236 პაციენტი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები