გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდვაქცინით 12 194 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 194-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 2 251 150 აცრაა ჩატარებული.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში, ვირუსი დაამარცხა 4 042-მა პაციენტმა.
დღე-ღამეში კოვიდინფექციას 59 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები