ირაკლი ბერაია: შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას

‘შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, დიდია მისი როლი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში”,– ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ირაკლი ბერაიამ კომენტარი გააკეთა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს ამერიკის შეერთებული შტატების როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში და საქართველოს, მისი გამორჩეული როლის გათვალისწინებით რეგიონული უსაფრთხოების საქმეში, აქვს სრული მზაობა, კიდევ უფრო გააღრმავოს და გააძლიეროს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა

„შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ძალიან დიდი არის მისი როლი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში და ჩვენ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რა თქმა უნდა, კონგრესში ვესაუბრეთ, დღეს ამერიკასთან არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. რეგიონში არის საკმაოდ მძიმე უსაფრთხოების გარემო, საკმაოდ კომპლექსური არის საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ხაზგასმით დავაფიქსირეთ, რომ აუცილებელი არის შეერთებული შტატების მეტი ლიდერობა რეგიონში, მისი ჩართულობის გაზრდა. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, ისევე, როგორც საქართველოს ალიანსში გაწევრების პროცესის დაჩქარება. ჩვენ ასევე მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ აუცილებელი არის საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს ამერიკის შეერთებული შტატების როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში და საქართველოს, მისი გამორჩეული როლის გათვალისწინებით რეგიონული უსაფრთხოების საქმეში აქვს სრული მზაობა, კიდევ უფრო გააღრმავოს და გააძლიეროს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა, თანამშრომლობა როგორც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სასიცოცხლო ინტერესების და ზოგადად ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დასაცავად”, – განაცხდა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები