ოზურგეთში „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება
24 ივლისს, 18.00 საათზე, ოზურგეთში („დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში), ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება, სადაც დეტალურად იქნება განხილული სახელმწიფო პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ის პირობები, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, რწმუნებულ-გუბერნატორი გურიის რეგიონში გიორგი ჩხაიძე; სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკების წარმომადგენლები.