კელი დეგნანი: სამედიცინო ექსპერტებმა უკეთესად იციან, რა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს გამოჯანმრთელებისთვის, ეს მათი პრეროგატივაა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება სამედიცინო ექსპერტების პრეროგატივაა.

„პასუხს სამედიცინო ექსპერტები გასცემენ და არის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის ორგანიზებითაა შექმნილი. აქ არიან მულტიდისციპლინური ექსპერტები, რომლებსაც აქვთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან წვდომა, მათ უკეთ იციან, რა სჭირდება მას, რომ გამოჯანმრთელდეს და რა არის საჭირო მისი მდგომარეობის სტაბილურობისთვის. ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა კელი დეგნამა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები