კელი დეგნანი: პარტიები რამდენჯერმე შეთანხმდნენ საკონსტიტუციო რეფორმების მნიშვნელობაზე, დემოკრატიული განვითარებისთვის ახლა საქართველოს ეს სჭირდება

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება.

ელჩის თქმით, აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური ლიდერები 2020 წელს შეთანხმდნენ.

„პარტიები რამდენჯერმე შეთანხმდნენ საკონსტიტუციო რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორც სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე, ასევე ბარიერის დაწევაზე. ეს 2019 წელს დაიწყო. ისინი დაეთანხმნენ ბარიერის დაწევას 8 მარტის შეთანხმებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დისკუსიებისა და განხილვების შემდეგ ისინი კვლავ შეთანხმდნენ, რომ დაბალი ბარიერი არის ის, რაც ამჟამად საქარველოს სჭირდება, რათა უზრუნველყოს მრავალპარტიულობა და ინტერესებისა და ხედვების მრავალფეროვნება  საკანონმდებლო ორგანოში. კონსტიტუციური ცვლილებების პირველი მოსმენაც ადასტურებს, რომ ახლა საქართველოს ეს სჭირდება დემოკრატიული განვითარებისთვის, ამაზე პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა დროს შეთანხმდნენ“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები