სუს-ი: სოფელ ვანელის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული, საქართველოს მოქალაქის, მახლაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში, პირველ დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული, საქართველოს მოქალაქის, მალხაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი“, ასევე, პროცესში ჩართულები იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯანელიძე მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს უკანონოდ პირველ დეკემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები