ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს უხუცესი წევრი – კონსტანტინე უბერი უძღვებოდა.

სხდომაზე ცნობილ იქნა ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება, ამით უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის საკრებულოს.

სხდომაზე ორი ფრაქცია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” და „ზუგდიდი – საქართველოსთვის” დაფუძნდა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ ირაკლი გოგოხია, ხოლო მოადგილეებად: თაზო ფაცაცია, თამუნა ჯიქია, ეკატერინე კიფაია, სანდრო სორდია, ოთარ ქადარია და ჯონი ჯიქია აირჩიეს. ფრაქციას „ზუგდიდი – საქართველოსთვის” გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი მალხაზ თორია იქნება.

დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხის განუხილველობის გამო, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, სხდომა ერთი კვირით გადაიდო და ის პარასკევს, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები