საქსტატი: საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა

2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6
პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა.

“რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რაც თვის
ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
რძე, ყველი და კვერცხი (4.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი), ყავა, ჩაი
და კაკაო (1.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი). შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9
პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1 პროცენტი), ასევე
ხილსა და ყურძენზე (-2.6 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (2.4 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.0 პროცენტიანი
მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ
ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.3 პროცენტი), მინის
ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო
საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.0 პროცენტი)”,- აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.0 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 5.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი
და ცხიმი (27.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (26.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები
(20.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.4
პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი), მინერალური და
წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.6 პროცენტი), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (10.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.9 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.2 პროცენტით, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (30.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.6 პროცენტი). ამასთან,
ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.3 პროცენტი)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები