დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ენ ლინდესთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას შვედეთში მასპინძლობისა და ეუთო-ს მინისტერიალის ორგანიზებისთვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში შვედეთის აქტიური ჩართულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე, აღინიშნა შვედეთის ძალისხმევა ეუთო-ს მაღალ დონეზე საქართველოს საკითხის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე, ეუთო-ს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.

შეხვედრებზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგიც. შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები