ზუგდიდში ქვეითს მანქანა დაეჯახა

ზუგდიდში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალმა გზის გადაკვეთა შუქნიშანზე, წითელზე დაიწყო, მძღოლმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

მათივე თქმით, ქალი კონტაქტური იყო და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები