ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.

„ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად განვაგრძობ მერის წარმომადგენელთა კანდიდატურების განხილვას. სოფლებში – ბაილეთში, ნაგომარში, სილაურსა და ბოხვაურში შერჩეულ კანდიდატებთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ დავალება უკვე გავეცი.

თითოეულთან განვიხილე რა იქნება მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები: ყოველდღიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან; პრობლემების დროული მოგვარება და მნიშვნელოვან პროექტებზე მუხლჩაუხრელი მუშაობა,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და განხილვები სრულდება. მერის წარმომადგენლებისა და მათი თანაშემწეების პოზიციებზე მიმდინარეობს დანიშვნების პროცესი და სხვა დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები