ვასილ ჩიგოგიძემ და ალექსანდრე სარიშვილმა ლანჩხუთში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს

პარლამენტის წევრმა, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ვასილ ჩიგოგიძემ და ლანჩხუთის მერმა – ალექსანდრე სარიშვილმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს.

„სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას ეტაპობრივად გავაგრძელებთ. დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდება”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, პანდემიის პირობებში ასეთ ოჯახებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მსგავსი აქცია მომავალშიც გაგრძელდება და ერთად ბევრ მოწყვლად ოჯახს გავახარებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები