ჯავარა უგრეხელიძე: ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი ნამდვილად გააქტიურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი გააქტიურდა.

“ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი ნამდვილად გააქტიურდა, თუმცა, ეს არ არის აქტიურობის ის დონე, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ასევე, გამოჩნდნენ ბავშვები, 30-40 ბავშვი 12-დან 15 წლამდე, რომლებიც აიცრნენ”, – აცხადებს უგრეხელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში “მწვანე პასპორტი” გუშინ ამოქმედდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები