დავით უსუფაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დავით უსუფაშილი ქნესეთის თავმჯდომარეს იული-იოელ ედელშტეინს შეხვდა. ქნესეთის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილს, არსებული ვითარების მიუხედავად, ისრაელში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებზე, ისრაელში მიმდინარე პროცესებსა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ საპარლამენტთაშორისო დონეზე ურთიერთობების განვითარებისა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებაც. ქნესეთის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული დელეგაციის ვიზიტი ისრაელში ორ ერს შორის მეგობრობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები