ქუთაისის მერმა EBRD-ის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრა გამართა

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას მერის მოადგილე – იუზა უგულავა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი – პეტრე ადამაძე ესწრებოდნენ. EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ქალაქის მერთან ის პირობები განიხილა, რაც ქუთაისს მომავალში „მწვანე ქალაქის” სტატუსს მიანიჭებს.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპირებენ ამ მხრივ გრანტების სახით კერძო სექტორში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარონ.
“დღეს განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რომელზე მუშაობასაც რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გეგმავს. ეს ძალიან კარგი შანსია, მით უფრო მაშინ, როდესაც ბიზნესს კოვიდ პანდემიის პირობებში უდიდესი გამოწვევა აქვს. ჩვენი პარტნიორები მზად არიან, გვერდით დაგვიდგნენ რამდენიმე მიმართულებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები