სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 4 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული.

“მძღოლმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები