„ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021”-ის კონფერენციას ლაგოდეხის მერის მოადგილე დაესწრო

„ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021”-ის კონფერენციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი დაესწრო.

როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, კონფერენციაზე განხილულ იქნა, დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, გამოწვევები და წარმატებული ისტორიები საქართველოში.

“შეხვედრაზე, ნინო ბატიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას, ლაგოდეხის მერიის, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია, მუნიციპალიტეტის გამოცდილება და ახალი ინიციატივის შედეგები გაუზიარა.
კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორგანიზაციების „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში“ (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ.
პლატფორმის მიზანია, გააერთიანოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელთაც აქვთ ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღების და მოქალაქეების ჩართულობის გამოცდილება. ასევე, ხელი შეუწყოს საბიუჯეტო პროცესის განვითარებას თვითმმართველ ერთეულებში”, – აღნიშნულია ლაგოდეხის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები