ავთანდილ თალაკვაძე: თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოქალაქეთა მიღება გამართა, სადაც არსებული საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ადგილობრივებისგან ინფორმაცია მოისმინა.

„განვაგრძობ თანამოქალაქეებთან პირდაპირ და უშუალო კომუნიკაციას. მათთან ერთად განვიხილავ პრობლემებს, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ და პირველ ყოვლისა უნდა მოგვარდეს. ეკონომიკა – სამართლიანი სოციალური დაცვის მექანიზმები, თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი,“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მოქალაქეთა მიღება მერიაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები