ლანჩხუთში ვაქცინაციის პროცესში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების მიმართვიანობა გაიზარდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი ,,რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრსა ” და ,,მედალფას” კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” ლანჩხუთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მთავრობის ახალი ინიციატივის ამოქმედების შემდეგ, საპენსიო ასაკის მოქალაქეების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
“იმუნიზაციის ცენტრებში აცრა ნებისმიერი ვაქცინითა და ,,ბუსტერ” დოზითაა შესაძლებელი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს, მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები