ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა

ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი გიორგი დოხტურიშვილმა შეცვალა. ახალი სახელმწიფო რწმუნებული დღეს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა წარადგინა.

გიორგი დოხტურიშვილი 2017 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე მუშაობდა, სადაც გარემოს დაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები