ივანე ჩხაიძე: გვექნება რეკომენდაცია, გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო “მწვანე პასპორტის” იდეა

“იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა”, – ამის შესახებ  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

​მისივე თქმით, მართებულია, რომ ეს ვადა 6 თვემდე შემცირდეს.

„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და ის შემცირდეს 6 თვემდე. ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ამ საკითხში არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები