ონში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა – მიმდინარეობს ზარალის დათვლა

გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში ელექტროგადამცემი სადენები დააზიანა და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილზე ოპერატიულად მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელმაც დაზარალებულ ოჯახებს პირველადი დახმარება გაუწია.
“ვითარებას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგო ხიდეშელი, მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან ერთად. გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და დაზარალებულ ოჯახებს საჭირო დახმარებას დაჰპირდა.
შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს დროში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები