სამტრედიის მერი: ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით

სამტრედიაში, ლაშა თევზაძის ქუჩაზე 63-ე კორპუსში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბინის შიდა ეზო წესრიგდება. ინფორმაცუას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი.

მიმდინარე სამუშოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.

“ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

მოსახლეობა თავად წყვეტს თუ რაზე მიიმართოს მათთვის გამოყოფილი თანხები.

ეს არის საუკეთესო გამოსავალი მოვაწესრიგოთ მრავალსართულიანი კორპუსების შიდა და გარე ინფრასტრუქტურა,” – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ლატექსი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები