შალვა პაპუაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ეს არის ბოლშევიკური იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას

“საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმ დამოკიდებულებაში, რაც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალურ მოძრაობის“, როგორც იდეოლოგიის მიმართ, რომ მათი მთავარი საყრდენი არის პროპაგანდა და ძალადობა. ძალადობა ფიზიკური, როცა მათ ეს შეუძლიათ, და თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, როგორც ახლა, ოპოზიციაში, მაშინ ეს არის მორალური ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ მათზე, ვინც არ ეთანხმება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მან გუშინ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რაც იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მუდმივ პროპაგანდისტულ ხაზად – საქართველოს ალტერნატიული ისტორიის შეთხზვა, მოყოლა და მისი დაჯერება ქართული საზოგადოებისთვის. ალტერნატიულ ისტორიაა იმ კუთხით, რომ 7 ნოემბრის აქცია მონათლა როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მონათლა „პიარ“ აქტად და ა.შ.  ჯამურად, იყო დამოკიდებულება, რომ რაღაც რეფორმები ხორციელდებოდა და, შედეგად, რაღაც გადაცდომები იყო. ზოგადად, ასე გაუბრალოება ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების და სხვა უფლებების, რომლებიც ილახებოდა იმ დროს, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად ნულოვანი ღირებულების მქონე არის ადამიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არა როგორც ორგანიზაციისთვის, არამედ როგორც იდეოლოგიისთვის. ეს არის ბოლშევიკური იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები