ძველი ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტების: „ანბანდიდის“, „გრაგნილის“ და „მედეას“ პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი ანბანის სამი სახეობის შრიფტის – „ანბანდიდის“, „გრაგნილისა“ და „მედეას“ – პრეზენტაცია დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

საქართველოს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტები ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით შეიქმნა. ასომთავრულს საფუძვლად დაედო IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბის“ მიხედვით შეიქმნა. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი.

პროექტი მიეძღვნა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს. საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები