„ნორჩი მფრინავი” (1928) – აღდგენილი ფილმის ჩვენება გაიმართება

1 დეკემბერს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი წარმოადგენს ნიკოლოზ კახიძის ფილმს – „ნორჩი მფრინავი“ (აღდგენილი ვერსია).
ორგანიზატორების ინფორმაციით, კინოჩვენებაზე დასწრება მოხდება ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით. კინოდარბაზში დაიშვება 70 სტუმარი. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
„ნორჩი მფრინავი” გადაღებულია 1928 წელს.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია – 34.
1920-1930 წლების რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით. პროექტის პარტნიორები არიან – ეროვნული არქივი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები