„ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) – აღდგენილი ფილმის ჩვენება გაიმართება
1 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი წარმოადგენს მიხეილ გელოვანის ფილმს – „ახალგაზრდობა იმარჯვებს” (აღდგენილი ვერსია).
ორგანიზატორების ინფორმაციით, კინოჩვენებაზე დასწრება მოხდება ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით. კინოდარბაზში დაიშვება 70 სტუმარი. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
„ახალგაზრდობა იმარჯვებს” გადაღებულია 1928 წელს.
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი.
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი.
მსახიობები: არკადი ხინთიბიძე, თამარ თვალავაძე,ვიქტორ გამყრელიძე, ლევან ხოტივარი, სიკო ფალავანდიშვილი, სიკო ვაჩნაძე, კირილე მაჭარაძე, სიმონ გამრეკელი.
სინოფსისი:
მოსისხლე ოჯახების შვილები თბილისში მიდიან სასწავლებად. ჯემალის მამა ავალებს შვილს, შური იძიოს დაღუპული ძმისთვის, მაგრამ ინსტიტუტის კომკავშირელები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ჯემალი და ისმაილი შეარიგონ.
ახალგაზრდები გმობენ სისხლის აღების ბარბაროსულ წესს. საზაფხულო არდადეგებზე სოფელში დაბრუნებული ისმაილისა და ჯემალის ოჯახები შერიგდებიან – ახალგაზრდები გაიმარჯვებენ.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია – 34.
ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია – 34.
1920-1930 წლების რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით. პროექტის პარტნიორები არიან: ეროვნული არქივი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია