„კინოარქიტექტურა“ – საჯარო ლექცია გაიმართება

1 დეკემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი  საჯარო ლექციას – „კინოარქიტექტურა” უმასპინძლებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ლექციას გაუძღვება არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი.
ლექცია შეეხება მეოცე საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების დასაწყისის იმ არქიტექტურულ ობიექტებს – აშენებულს, გადაკეთებულს და ქაღალდზე დარჩენილს – რომლებიც გათვალისწინებული იყო კინოჩვენებებისთვის თუ სხვა მასობრივი კულტურული ღონისძიებების გასამართად და თავისი შინაარსით გამოხატავდნენ ახალი დროის სულისკვეთებას.
ლევან კალანდარიშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტში.ა მჟამად ეწევა როგორც პრაქტიკულ, ასევე კვლევით მუშაობას.
მისი ინტერესების სფეროში შედის მოდერნისტული და ინდუსტრიული არქიტექტურა და თემის ჩართულობა ურბანული განვითარების საკითხებში.
გამოქვეყნებული აქვს სტატიები და აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან აღნიშნული საკითხების გასაშუქებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები