უშანგი ხუმარაშვილის (უშანგი ხუმას) ფოტოგამოფენა – ,,ენიგმა” გაიმართება
2 დეკემბერს, 17;00 სათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი აბსტრაქციონისტი მხატვრის, უშანგი ხუმარაშვილის (უშანგი ხუმა) გამოფენას -„ენიგმა“ უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელოვანი საზოგადოების წინაშე პირველად წარდგება, როგორც ფოტოგრაფი.
უშანგი ხუმარაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, 1967-1973 წლებში. მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-ანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში შედგა.
მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილეა.
ჯგუფური გამოფენებიდან, მნიშვნელოვანია:
„შეხვედრა ფიროსმანთან“ (თანამედროვე გერმანელ მხატვრებთან ერთად), თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2006;
საერთაშორისო ბიენალე, განჯა, აზერბაიჯანი, 2006; “N” გალერეა, თბილისი 1998; საერთაშორისო ბიენალე „ჩრდილში“, თბილისი 1996.

უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და კერძო კოლექციებში.
გამოფენის ხანგრძლივობა: 2-11 დეკემბერი.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. №8
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. №8