ჯანდაცვის მინისტრი: მოქალაქეებს, რომელთაც ახალი შტამი შეხვდათ, შესაბამისი აცრა ჩატარებული არ ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ბერკეტად მაინც ვაქცინაცია რჩება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირები, რომლებიც ახალი შტამით დაინფიცირდნენ, არ იყვნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები, შესაბამისად „ომიკრონთან“ საბრძოლველად მთავარი ბერკეტი კვლავ ვაქცინაციაა.

ტიკარაძეს თქმით, ქვეყნების პრაქტიკით, ის უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში.

„ახალ შტამს გავრცელების უფრო მაღალი სიჩქარე ახასიათებს, თუმცა ექიმები იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტების ამ შტამის მკურნალობის კუთხით პრაქტიკა აქვთ, სიმპტომურად არ აღნიშნავენ, რომ უფრო რთულად მიმდინარეობს, რაც თითქოსდა კეთილსაიმედოა. აღსანიშნავია, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ ხანდაზმულები ამ ქვეყნებში 90% -ით აცრილები არიან. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ხანდაზმულები აცრიდან გამომდინარე არიან დაცულები. მოქალაქეებს, ვისაც ახალი შტამი შეხვდათ, არ ჰქონდათ შესაბამისი ვაქცინაცია ჩატარებული.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან ბერკეტად მაინც ვაქცინაცია რჩება. რაც შეეხება საქართველოში ამის მართვას, პირველი რეკომენდაციები რაც გავეცით, არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ომიკრონ“ შტამის დასადგენად მნიშვნელოვანია PCR ტესტების ჩართვა, რადგან ის ანტიგენის ტესტირებაზე მეტად ზუსტია.

„რაც შეეხება ანტიგენ ტესტირებას, მნიშვნელოვანია PCR ტესტირების ჩართვა, ვინაიდან, ის მეტად უფრო ზუსტია და ანტიგენ ტესტი არის უფრო მეტად სიმპტომურ პაციენტებში გამოსაყენებელი ტესტი და ეს რეკომენდაციებიც დამატებით იქნება შემუშავებული. ჩვენ გავუწევთ რეკომენდაციას რათა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები