რომელი პროექტები განხორციელდა წარმატებით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ (ვიდეო)

ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“2020 წლის პირველი ივლისიდან 100 ლარით გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება.

მათი ანაზღაურება 2014 წლიდან დღემდე 160 %-მდე გაიზარდა. 100 ლარით გაიზარდა სოფლის ექიმისა და ექთნის ანაზღაურებაც. რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 57 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, მიმდინარეობს კიდევ 5 ცენტრის მშენებლობა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. განხორციელდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა/რეაბილიტაცია. 100-ს გადაეცა ინვენტარი. 300-ის აღჭურვა მიმდინარე წელს დასრულდება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ავტოპარკი 2014 წლიდან დღემდე 404 ავტომობილით განახლდა. 2021 წელს სრულად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ფორმები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები