ედიშერ გვეტაძე – სააკაშვილზე: არცერთი წამით თავის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ სინანული და მონანიება, ტყუილებისა და სიცრუის კასკადის დიდოსტატი
“ეს სუბიექტი არის შემქმნელი იმ სისტემისა, რომელმაც გაანადგურა და იავარქმნა საქართველო”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ედიშერ გვეტაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას.
„რაც უნდა სიცრუე ილაპარაკოს საკუთარი თავის გამართლების მიმართ ამ განუბაჟებელმა, შედეგი ერთია – დაკარგული ტერიტორიები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი ქართული მოსახლეობა, ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ციხეებში წამებები, საპატიმროებში, ქუჩაში, ოჯახებში ჩახოცილი ადამიანები! ეს სუბიექტი არის შემქმნელი იმ სისტემისა, რომელმაც გაანადგურა და იავარქმნა საქართველო! შედეგები სახეზეა! არცერთი წუთით, არცერთი წამით თავის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ სინანული და მონანიება! ტყუილებისა და სიცრუის კასკადის დიდოსტატი! ამიტომაც, ეს სუბიექტი ზარიდან ზარამდე” უნდა იჯდეს ც ი ხ ე შ ი!“, – წერს გვენეტაძე.