ვლადიმერ ბოჟაძე: ვისაც გმირი გეგონათ ან კიდევ გგონიათ, ყურადღებით მოუსმინეთ უკრაინის მოქალაქე, პატიმარ სააკაშვილის გამოსვლას

ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცეზზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. ბოჟაძე წერს, რომ ვისაც სააკაშვილი გმირი ეგონა, კიდევ ერთხელ კარგად უნდა მოუსმინოს მის გამოსვლას.

“ამისთანა ფუფუნებაზე ვთქვი უარი, საქართველოში შემოვიპარე, ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუცია მინდოდა, თქვენ კიდევ დამაპატიმრეთ და ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე მასამართლებთო, ვისაც გმირი გეგონათ ან კიდევ გგონიათ, ყურადღებით მოუსმინეთ უკრაინის მოქალაქე, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას”, – წერს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები