გია აბაშიძე: კარგია, რომ, უკრაინის პოლიციისგან განსხვავებით, სააკაშვილი თმით არ ათრიეს და წესისამებრ ეპყრობიან

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესსა და მსჯავრდებულის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

როგორც ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას აყენებს შეურაცხყოფას.

“კარგია, რომ, უკრაინის პოლიციისგან განსხვავებით, სააკაშვილი თმით არ ათრიეს და წესისამებრ ეპყრობიან. მეცოდება, რომ უწევს ფურცლებიდან კითხვა [მისი დაწერილი არაა]. ცხადია, უამრავ სამარცხვინო უტიფრობას ამბობს და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას აყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ დემოკრატია ამგვარია – ილაპარაკე ულიმიტოდ”, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები