ზურაბ ქადაგიძე – სააკაშვილზე: უმეცარი თაგვი რომ არის, მშიშარა და თან მკვეხარა, ეგრეა შენი საქმეც!

“მულტფილმის პერსონაჟს რომ დაემსგავსე, მიხეილ, ეგ თუ იცი შენ?!”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება.

„მულტფილმის პერსონაჟს რომ დაემსგავსე, მიხეილ, ეგ თუ იცი შენ?! „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამო“…

– უმეცარი თაგვი რომ არის, მშიშარა და თან მკვეხარა, ეგრეა შენი საქმეც!

– რევოლუციას ქადაგებ და ციხის გეშინია…

– შიმშილობას აცხადებ და თან თაფლი გესაჭიროება…

– თავგანწირვას იჩემებ და დედა, ცოლები, დეპუტატები და ექიმები გესაჭიროება…

გარეგნული სიდიდის მიუხედავად, ზუსტად იმ თაგვივით ხარ, საკუთარი ჩრდილისაც რომ ეშინია. P.S ხუმრობა იქით იყოს და, რას დაემსგავსე მთავარსარდალი კაცი…“, – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები