“ისტორიული კადრი: ფოტოგრაფი, რომელიც ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს”
ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების დროს უკანონოდ დააკავეს, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს იღებს.
ამის შესახებ თავად გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში წერს და პოსტს მის გადაღებულ ფოტოს ურთავს.
“ ისტორიული კადრი ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს “,- წერს აბდალაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბდალაძე სამ ფოტოგრაფთან ერთად 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის განმარტებით, ფოტოგრაფების მიმართ ხელისუფლების ანგარიშსწორების საფუძველი იყო მათ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევას.