საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 477 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 477 პაციენტი. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 47 პაციენტი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 068 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 613, „პისიარ“ ტესტით – 7 455.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,02%, ბოლო 14 დღის – 9%, ბოლო შვიდი დღის – 9,04%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 840 593 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 783 987 გამოჯანმრთელდა, 11 974 კი გარდაიცვალა.