უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი გამოცხადდა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების – Stipendium Hungaricum 2022-2023  კონკურსი გამოაცხადა.

ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან, საქართველოში უნგრეთის საელჩოსთან ერთად ახორციელებს. დღემდე, პროგრამით საქართველოს 300-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია – Stipendium Hungaricum დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.

კონკურსით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ელექტრონული განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ვადებში: • ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე – 15 ნოემბერი, 2021 – 15 იანვარი, 2022, უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე. • სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე – 16 ნოემბერი, 2021 – 15 იანვარი, 2022 უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე. კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია: https://stipendiumhungaricum.hu/apply/ ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის, ასევე სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე: • ბაკალავრიატი – არაუმეტეს 30, • მაგისტრატურა – არაუმეტეს 30, • დოქტორანტურა – არაუმეტეს 10, • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5. • 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები – 5. დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევისა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები