„კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“ – ხელოვნების სასახლის ლექციები გრძელდება
პროექტ: „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს კულტურის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, ჩატარდა ორი ლექცია: „ქართული ქსოვილი და მეფეთა სამოსი”! და „ქართული კოსტიუმი”.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ჩართვა ქვეყნის კულტურულ პროცესებში. ხელოვნების სასახლეს უმასპინძლა ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებულმა ქართულმა საკვირაო სკოლამ და ლიტერატურულმა თეატრმა სახელწოდებით: „ჩვენ დავბრუნდებით!”, ასევე – ლონდონის ქართულმა საკვირაო სკოლა „ლაზარემ”.