მერაბ კოკოჩაშვილთან შეხვედრა გაიმართება

30 ნომემბერს, 20:00 საათზე,აზროვნების აკადემიაში  მერაბ კოკოჩაშვილთან ღია შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყველა მსურველს შეუძლია დასწრება.
რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო მხატვრული ფილმები: „ხმელი წიფელი” (1958), „არდადეგები” (1961), “მიხა” (1963), „დიდი მწვანე ველი”(1967), „გზა მშვიდობისა ჯაყო” (1973) და სხვა. ასევე, დოკუმენტური ფილმები: „თუ დაგივიწყო იერუშალაიმ” (2006), „ქართველი მამლუქები ეგვიპტეში” (2007), „ღვინის აკვანი”(2011) და სხვა.
იგი იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი 1978 წლიდან მისი არსებობის ბოლომდე (2005). 2006 წლიდან არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელი
მისამართი: თ. იოსებიძის 57.
შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის ბმული: https://cutt.ly/3TV8G2V

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები