ივანე ჩხაიძე: დგას საკითხი – არის თუ არა “ომიკრონი” მძიმე მიმდინარეობის უფრო მეტად გამომწვევი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, შესაძლოა, “ომიკრონი” გაცილებით იოლად შეიჭრას ადამიანი ორგანიზმში, ვიდრე “დელტა” შტამი.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების მომატების რისკი არსებობს.

“ამ მუტაციაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლილებაა. ჯამში 50 მუტაციაა, რომელთაგან 32 ეხება წვეტის ცილას, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის შეჭრას ადამიანის უჯრედში, ამათგან 10 მუტაცია ეხება სწორედ შეჭრის გამაიოლებელ ფრაგმენტს, რომელიც ამ ვირუსშია, ანუ ეს ვირუსი შეიძლება გაცილებით უფრო იოლად შეიჭრას ადამიანი ორგანიზმში, ვიდრე “დელტა” ვარიანტი, რომელსაც დღეს განვიხილავთ ყველაზე უფრო გადამდებს. თუ ეს დადასტურდა და ასეა, მაშინ რისკი არსებობს, ისე როგორც მოხდა “დელტას” შემთხვევაში, მოიმატოს ინფიცირებამ. ამის უკან დგას კიდევ ერთი საკითხი – არის თუ არა ეს ვირუსი უფრო მეტად გამომწვევი მძიმე მიმდინარეობის”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “რუსთავი ორთან” საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები