ბიძინა კულუმბეგოვი: მოვუწოდებ ასაკოვან მოსახლეობას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოიყენონ ორმაგი პირბადე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი COVID 19-ის ახალი შტამის – “ომიკრონის” საფრთხეებზე საუბრობს და მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“თეორიული დაშვება, მასში თავმოყრილი მუტაციები, უკვე იძლევა იმის შეფასების საშუალებას, რომ ის არის იმდენად სახეცვლილი, რომ გარკვეულწილად, პრობლემები იქნება არსებულ იმუნიტეტთან. სამწუხაროდ, ახალი ტალღებისა და ინფექციის ახალი ძალით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან რთული სცენარია.

პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან. მე მოვუწოდებ ჩვენს ასაკოვან მოსახლეობას, როდესაც ისინი გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც დისტანცია ვერ ხერხდება, გამოიყენონ ორმაგი პირბადე ზამთრის პერიოდში, ეს იქნება მაქსიმალური დაცვა.

ამასთან, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კონტროლი. მსგავსი ღონისძიებებით ჩვენ მინიმუმამდე ჩამოვიყვანთ ამ ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და სიჩქარეს”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა “რუსთავი ორთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები