ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
მამაკაცი, რომელიც ტყიბულში მიწის მასის ქვეშ იყო მოყოლილი, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმის ინფორმაციით, 65 წლის ვიტალი ტურძილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმი დავით ჯანაშია ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.
ტყიბულის შახტში შემთხვევა გუშინ მოხდა. მიწის მასის ქვეშ ორი ადამიანი მოყვა.